Thumbnail

ნახეთ: EXO-ს წევრი Baekhyun სიმღერაზე Candy გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს წევრმა, ბექჰიონმა, კომპოზიციაზე Candy გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მის EP-ში Delight არის წარმოდგენილი, რომელიც 25 მაისს გამოიცა.

ბექჰიონმა კარიერა 2012 წელს კეიპოპ ბენდ EXO-ში მოღვაწეობით დაიწყო. მან ჯგუფთან ერთად სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოებაზე გამარჯვება 15-ჯერ მოახერხა. კოლექტივის მეოთხე სტუდიურმა ჩანაწერმა The War კი 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. ბექჰიონს ორი სოლო EP-იც აქვს გამოშვებული. აგრეთვე არის სუპერჯგუფის SuperM წევრი და მონაწილეობა მიუღია არაერთ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული