Thumbnail

ფავორიტი კომპოზიცია, საყვარელი სპორტი - ემინემმა მსმენელების კითხვებს უპასუხა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე წლის 23 მაისს ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის, მარშალ მეზერსის, იგივე Eminem-ის ბრილიანტის სტატუსისა და გრემის ჯილდოს მფლობელი ალბომის The Marshall Mathers LP გამოქვეყნებიდან 20 წელი გავიდა. ჟანრის ერთ-ერთი სანიმუშო ჩანაწერის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მარშალმა სტუდიური ნამუშევრის მოსასმენი ონლაინ სესია გამართა და თაყვანისმცემლების კითხვებსაც უპასუხა.

რატომ არ აქვს ემინემს ტვიტერსა და ინსტაგრამზე არცერთი გვერდი გამოწერილი

ლილ უეინმა და ემინემმა გაამხილეს, როგორ ეხმარებათ გუგლი ტექსტების წერისას

ნახეთ: ემინემმა კარანტინში მოსასმენი კომპოზიციების ფლეილისტი შეადგინა

⇒ ფავორიტი ვერსი - კომპოზიციის I'm Back მეორე პარტია.
⇒ საყვარელი კომპოზიცია - FACK.
⇒ ბეტმენის როლის შემსრულებელი რჩეული მსახიობი - კრისტიან ბეილი.
⇒ თანამედროვე ჰიპ ჰოპ ალბომი, რომელსაც უსმენს - Young M.A: Red Flu.
⇒ სპორტის საყვარელი სახეობები - ფეხბურთი და კრივი.
⇒ ოცნების კოლაბორაცია - Andre 3000-თან თანამშრომლობა.
⇒ ალბომის Music To Be Murdered By გამორჩეული ტრეკი - Godzilla.
⇒ მისი შთაგონების წყაროები - Kool G Rap, LL Cool J, Treach, 2Pac, Redman და სხვა.
⇒ ყველაზე დაუფასებელი რეპერი - KXNG Crooked.
⇒ ფავორიტი კომპოზიცია 50 Cent-ის შემოქმედებიდან - Places To Go.
⇒ საყვარელი ალბომი 50 Cent-ის დისკოგრაფიიდან - Get Rich Or Die Tryin'.
⇒ გამორჩეული ჩანაწერი თუფაქის შემოქმედებიდან - Straight Ballin'.
⇒ ჯგუფის Beastie Boys რჩეული ტრეკი - Rhymin' & Stealin'.
⇒ მის მიერ შექმნილი ფავორიტი ინსტრუმენტალი - 2Pac & Biggie - Runnin'.
⇒ გამორჩეული მოკრივე - როი ჯონს უმცროსი.
⇒ საყვარელი მსახიობები - დენზელ ვაშინგტონი, ალ პაჩინო, მარკ უოლბერგი და სილვესტერ სტალონე.

ამის გარდა, ფანებთან საუბრისას მარშალმა განაცხადა, რომ არაერთი კომპოზიციის ტექსტი მას შიშველს აქვს დაწერილი. მისივე თქმით, ის ტექსტებს ყოველდღიურად, კალმის გამოყენებით წერს. ემინემმა აგრეთვე დაადასტურა, რომ მას ჟირაფების ფობია აქვს.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული