Thumbnail

ამერიკელმა პროდიუსერმა, ჰარი ბაუერ როდრიგესმა, სასცენო სახელით Baauer, ახალი კომპოზიცია REACHUPDONTSTOP და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიდეო გაავრცელა. ტრეკი არტისტის მომავალ ალბომში Planet's Mad იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ლეიბლი LuckyMe 5 ივნისს გამოსცემს.

ნახეთ: Baauer - Planet’s Mad

ბაუერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2012 წელს ჰიტით Harlem Shake გაიცნო. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: The Prodigy, Nero, No doubt და სხვები. 2016-ში მან სადებიუტო ალბომი "Aa" გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული