Thumbnail

ამერიკული ფოლკ როკ ჯგუფი Bright Eyes ახალ კომპოზიციას One and Done ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში შევა, რომელიც, 9-წლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს გამოიცემა.

მოუსმინეთ: Bright Eyes - Persona Non Grata

Bright Eyes ქალაქ ომაჰაში 1995 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი A Collection of Songs Written and Recorded 1995–1997 გაავრცელა. 2011 წელს, 8 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, კოლექტივი დაიშალა. 2020 წლის იანვარში კი მუსიკოსები ხელახლა შეიკრიბნენ და ინდი ლეიბლთან Dead Oceans კონტრაქტი გააფორმეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული