Thumbnail

ნახეთ: Weyes Blood კომპოზიციის Wild Time კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მუსიკოსი ნატალი მერინგი, სასცენო სახელით Weyes Blood, კომპოზიციაზე Wild Time გადაღებულ კლიპს აქვეყნებს. სინგლი არტისტის რიგით მეოთხე ალბომში Titanic Rising შედის, რომელიც 2019 წლის აპრილში გამოიცა. ვიდეორგოლის ავტორი თავად ნატალი გახლავთ. ნამუშევარი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებამდეა გადაღებული.

რეცენზია: Weyes Blood - Titanic Rising

ნატალი მერინგმა შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მან სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი The Outside Room გამოუშვა. არტისტს ამ დრომდე 4 ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება ბოლო ჩანაწერმა Titanic Rising მოუტანა. მომღერლის შემოქმედება ფსიქოდელიურ პოპსა და ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული