Thumbnail

მოუსმინეთ: ფილიპ გლასის 50 წლის წინ დაკარგული ნაწარმოები გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ლეიბლი Orange Mountain Music ცნობილი კომპოზიტორის, ფილიპ გლასის 50 წლის წინ დაკარგულ კომპოზიციას Music in Eight Parts ავრცელებს. 1970 წელს შექმნილი მინიმალისტური ნაწარმოები, რომელიც 2017 წელს იპოვეს, კრისტის აუქციონზე გაიყიდა. 2020 წელს კი ნამუშევარი ფილიპ გლასის ანსამბლმა ჩაწერა.

ნამუშევრის სრულად მოსმენა მუსიკალურ პლატფორმა "სპოტიფაიზეა" შესაძლებელი.

ფილიპ გლასმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1964 წელს დაიწყო. 83 წლის ბრიტანელი მუსიკოსი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპოზიტორად ითვლება. მინიმალისტ არტისტს ამ დრომდე ათობით საოპერო ნაწარმოები, სიმფონიები, საკონცერტო ჩანაწერები და ფილმების საუნდტრეკები აქვს შექმნილი. მისი ნამუშევრები ოსკარზე სამჯერ იყო წარდგენილი. ფილიპ გლასს ისეთ მუსიკოსებთან, მწერლებთან და რეჟისორებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, დევიდ ბირნი, ალან გინზბერგი, დორის ლესინგი, ვუდი ალენი და მარტინ სკორსეზე.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული