Thumbnail

ნახეთ: AC/DC-ზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი The forgotten Sydney of AC/DC

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ავსტრალიურ ჯგუფზე AC/DC შექმნილი მინი დოკუმენტური ფილმი The forgotten Sydney of AC/DC გამოქვეყნდა. მისი ავტორი ტომ კომპანიონი გახლავთ, რომელიც ნამუშევარში ბენდის მოღვაწეობის ადრეულ წლებზე მოგვითხრობს. სურათში თქვენ ნახავთ სხვადასხვა საარქივო მასალას, მათ შორის კადრებს რეპეტიციებიდან და კონცერტებიდან, ინტერვიუებს კოლექტივის ყოფილ წევრებთან და ა.შ.

AC/DC სიდნეიში 1973 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი ყველა დროის საუკეთესო ბენდებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული