Thumbnail

გრაიმსმა და ილონ მასკმა შვილს სახელი შეუცვალეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კანადელი მუსიკოსის, გრაიმსისა და ამერიკული კორპორაციის SpaceX დამფუძნებლის, ილონ მასკის ახალდაბადებული ვაჟისთვის სახელის X Æ A-12 დარქმევა კალიფორნიის შტატის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, წყვილმა გადაწყვიტა, რომაული ციფრები გამოეყენებინა და დაბადების მოწმობაში X Æ A-Xii ჩაეწერა.

გრაიმსი და ილონ მასკი შვილს სახელს X Æ A-12, სავარაუდოდ, ვერ დაარქმევენ

"რომაული ციფრებით სახელი უკეთესი გახდა, კმაყოფილი ვარ", - წერს გრაიმსი ინსტაგრამზე.

მუსიკოსმა ბავშვის სახელი მისი დაბადებიდან რამდენიმე დღეში ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა:

"X აღნიშნავს უცნობ ცვლადს.
Æ - მე სწორედ ასე ელფურად ვწერ AI-ს, რაც ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს.
A-12 კი ჩვენი ფავორიტი სადაზვერვო ხომალდია, SR-17-ის წინამორბედი. არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა და ძალადობა, მხოლოდ სიჩქარე.
A აგრეთვე გამოხატავს Archangel-ს, ეს ჩემი საყვარელი სიმღერის სახელია", - დაწერა გრაიმსმა ტვიტერის გვერდზე.

გრაიმსისა და ილონ მასკის ბიჭუნა 4 მაისს დაიბადა. მათ ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს. წყვილი პირველად ერთად, ამავე წელს, მოდისა და თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ გამოფენაზე "მეთ გალა" გამოჩნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული