Thumbnail

ბრაიან მეი: ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს საკუთარ დაკრძალვას დავესწარი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გულის შეტევა გადაიტანა, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა გამხნევებისა და კეთილი სურვილებისთვის. 

► ბრაიან მეის გულის შეტევა დაემართა

► ბრაიან მეი: ფრედის ჩემი დაწერილი კომპოზიციები სულ სხვა დონეზე აჰყავდა

"თქვენგან უზომო სიყვარული და მხარდაჭერა მივიღე. ჩემი ელექტრონული ფოსტა და სოციალური ქსელები გადავსებულია შეტყობინებებით. ვერც კი მოვახერხებ, რომ ყველას ინდივიდუალურად გადაგიხადოთ მადლობა. დაუჯერებელია. შეიძლება, ძალიან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მოვკვდი და საშუალება მომეცა, საკუთარი დაკრძალვის ცერემონიისთვის მედევნებინა თვალი, მესმინა, რას ამბობენ ჩემზე. ხშირად მიფიქრია - როცა ხალხი დაკრძალვაზე მიდის და მიცვალებულს აქებს, გარდაცვლილი ამას მაინც ვერ გაიგებს-მეთქი. მე კი გამიმართლა და მოვისმინე, რას იტყოდნენ ჩემზე. ასე რომ, ჩემი ცხოვრება შედგა. ბოდიში, რასაც ვამბობ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამას სხვას ვერაფერს შევადარებ", - ამბობს 72 წლის ბრაიანი ვიდეოში.   

View this post on Instagram

Bri

A post shared by Brian Harold May (@brianmayforreal) on

ბრაიან მეიმ ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ მაისის დასაწყისში გულის შეტევა გადაიტანა. სისხლძარღვებში სტენტების ჩადგმის შემდეგ, მუსიკოსი უკვე სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული