Thumbnail

Omar-S ვინილს Fuck Resident Advisor გაავრცელებს

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე დეტროიტელი არტისტი Omar-S ორმაგ 12-ინჩიან ვინილს Fuck Resident Advisor გაავრცელებს. ჩანაწერი 19 ივნისს მუსიკოსის ლეიბლზე FXHE Records გამოიცემა. სტუდიური ნამუშევარი 6 ტრეკს გააერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ Resident Advisor ცნობილი ბრიტანული ონლაინ ჟურნალია, რომელიც ელექტრონული მუსიკის შესახებ წერს. 2001 წელს ლონდონში შექმნილი პლატფორმა ჟანრში ყველაზე გავლენიან გამოცემად ითვლება. უცნობია, რატომაა განაწყენებული არტისტი მასზე.

ალექსანდერ ომარ სმიტმა, ფსევდონიმით Omar-S, შემოქმედებითი კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. 2005 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი Just Ask The Lonely გაავრცელა. ოთხი წლის შემდეგ კი არტისტმა საკუთარი ლეიბლი FXHE Records შექმნა. ომარს ამ დრომდე 6 ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული