Thumbnail

Gucci Mane: ჩემი მტრებისთვის სახლში ალიგატორი მყავს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კრიმინალური წარსულის მქონე ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რადრიკ დევისმა, ფსევდონიმით Gucci Mane, 2016 წელს საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, მშვიდი ცხოვრება არჩია და კანონთან პრობლემები აღარ ჰქონია. ამის შესახებ სამხრეთელმა რეპერმა ავტობიოგრაფიულ წიგნში თავად დაწერა.

ნახეთ: რეპერი გუჩი მეინი "გუჩის" სახე გახდა

21 მაისს გუჩიმ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი თავი ასე აღწერა: "მამაკაცი, რომელმაც მეგობარი მოგიკლა და ძმაკაცები გაგიძარცვა". 4 დღის შემდეგ კი ცნობილმა ჟურნალისტმა, დიჯეი აკადემიქსმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მეინი ამხელს, რომ სახლში ალიგატორი ჰყავს.

"ახლა გაჩვენებთ, სად აღმოჩნდება თქვენი სხეული იმ შემთხვევაში, თუ არასწორად მოიქცევით. თქვენს ტრ**ებს საჭმელად ალიგატორებს მივუგდებ", - განაცხადა რეპერმა.

გუჩი მეინმა, რომელიც თავს ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერს უწოდებს, მუსიკალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. მანამდე სამხრეთელი რეპერი ნარკომოვაჭრე და განგსტერი გახლდათ. ატლანტელი მუსიკოსი კანონდარღვევების გამო, ციხის გისოსებს მიღმა სამჯერ აღმოჩნდა. არტისტის დისკოგრაფიაში, რომელიც მიქსტეიპების სიმრავლით გამოირჩევა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული