Thumbnail

ნახეთ: ემინემმა ტვიტერზე თავისი ნომერი გაასაჯაროვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, მსმენელების კითხვებზე პასუხების გასაცემად სოციალურ ქსელში საკუთარი ნომერი გაასაჯაროვა. მუსიკოსმა ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თავისი რიგით მესამე ალბომის The Marshall Mathers LP ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიღო. ჩანაწერის ერთ-ერთი კომპოზიცია Stan სწორედ ემინემის გულმხურვალე თაყვანისმცემლის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რეპერთან კომუნიკაციას უშედეგოდ ცდილობს.

რატომ არ აქვს ემინემს ტვიტერსა და ინსტაგრამზე არცერთი გვერდი გამოწერილი

ლილ უეინმა და ემინემმა გაამხილეს, როგორ ეხმარებათ გუგლი ტექსტების წერისას

"ძვირფასო სტენ, მინდოდა, შენთვის რაც შეიძლება, სწრაფად მომეწერა, თუმცა, დაკავებული ვიყავი. დამეკონტაქტე და აუცილებლად გიპასუხებ. ჩემი ნომერია 313-666-7440", - წერს მუსიკოსი ტვიტერის გვერდზე.

შემსრულებელმა პოსტს აგრეთვე ბმული დაურთო, რომელზეც ემინემის საკონტაქტო ინფორმაციის ხილვაა შესაძლებელი.

ჰიტი Stan ემინემმა 2000 წელს გამოუშვა. კომპოზიციაში ბრიტანელი მომღერალი Dido მონაწილეობს. ტრეკი გამოსვლისთანავე 12 ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა. გამოცემა Rolling Stone-მა რეპერის ნამუშევარი ყველა დროის საუკეთესო 500 ჩანაწერს შორის 296-ე ადგილზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული