Thumbnail

ნახეთ: 50 Cent-ის შემდეგ ავსტრალიის ქუჩებში სნუპ დოგის ხატვა დაიწყეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

რეპერ 50 Cent-ის შემდეგ, ანონიმი მხატვრის, ფსევდონიმით Lushsux, სამიზნე ვეტერანი კალიფორნიელი შემსრულებელი, სნუპ დოგი გახდა. ხელოვანმა, რომელიც მუსიკოსების გრაფიტებს სხვადასხვა ცნობილი ადამიანის გარეგნობისთვის დამახასიათებელი შტრიხებით ხატავს, ამჯერად სნუპი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მიამსგავსა.

გრაფიტი არტისტს, რომელიც 50 Cent-ს ქუჩაში ხატავდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ

View this post on Instagram

would u vote for him? @snoopdogg

A post shared by lushsux (@lushsux) on

სნუპ დოგმა არტისტს ნამუშევარი მოუწონა და კომენტარების ველში 50 Cent-ს კითხვით მიმართა:

"ეს ხო ისაა, შენ რომ გხატავდა?".

Lushsux-მა 50 Cent-ის გრაფიტების შექმნა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. ნახატებმა რეპერი გააბრაზა, რამაც ხელოვანს უფრო მეტი ნამუშევრის შექმნის მოტივაცია მისცა. ნიუ იორკელი შემსრულებელი ავსტრალიელს არაერთხელ დაემუქრა. ცოტა ხნის წინ კი მხატვარმა განაცხადა, რომ მას ერთ-ერთი გრაფიტის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 50 Cent-მა მომხდართან კავშირი უარყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული