Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკოლას ჯაარი ახალ კომპოზიციას Telahora ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

წარმოშობით ჩილელმა მუსიკოსმა, ნიკოლას ჯაარმა ახალი კომპოზიცია Telahora გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Telas იქნება წარმოდგენილი, რომელიც 17 ივლისს გამოიცემა. ჩანაწერი 4 ნამუშევარს გააერთიანებს.

მოუსმინეთ: Nicolas Jaar - Sunder

აღსანიშნავია, რომ ბოლო ალბომი Cenizas ჯაარმა 27 მარტს გამოუშვა. თებერვალში კი მუსიკოსმა თავისი კიდევ ერთი პროექტის Against All Logic ფარგლებში ახალი ჩანაწერი "2017-2019" გამოაქვეყნა.

ნიკოლას ჯაარმა მუსიკალური მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ამ დრომდე მას საკუთარი სახელით 3 ალბომი და 11 EP აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Mi Mujer, Let's Live For Today და El Bandido. 2013 წელს ბრუკლინელ მულტიინსტრუმენტალისტ დეივ ჰარინგტონთან ერთად არტისტმა ელექტრონული დუეტი Darkside ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებშიც ალბომი Psychic გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული