Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში მოკლემეტრაჟიან ფილმს Not My Responsibility ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა თავისი სარეჟისორო ნამუშევარი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით Not My Responsibility გაავრცელა. 18 წლის არტისტი ოთხწუთიან ვიდეოში ტანსაცმელს ნელ-ნელა იხდის და საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკულ შეხედულებებზე საუბრობს.

ბილი აილიში: შარშან ჩემი სხეული რომ ვნახე, ვერ ვიცანი

უცნობმა მამაკაცმა ბილი აილიშის სახლში შეჭრა სცადა

ბილი აილიში: კაბა რომ ჩავიცვა, ამაზეც გამაკრიტიკებენ

"თქვენ აფასებთ ჩემს მოსაზრებებს, მუსიკას, ტანსაცმელს, სხეულს. ზოგს სძულს, რაც მაცვია, ზოგს კი მოსწონს, ზოგი თვლის, რომ უნდა დამცინოს ჩაცმულობის გამო. ვგრძნობ, როგორ მაკვირდებით, მაშტერდებით, როგორ მიწუნებთ - თქვენს ამ შეხედულებებს რომ ყურადღებას ვაქცევდე, მოძრაობის უნარს დავკარგავდი. გინდათ, რომ უფრო გამხდარი ვიყო? სუსტი? მაღალი? მშვიდი? გინდა, გამოგიწვიოს ჩემმა მხრებმა, გულმკერდმა, მუცელმა თუ თეძოებმა? სხეული, რომელშიც დავიბადე, არაა ისეთი, როგორიც გინდოდა, ყოფილიყო? თუ მაცვია ის, რაც კომფორტულია, ქალი არ ვარ. თუ სამოსს ვიხდი, ბო*ი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ტანი არ გინახავთ, მაინც განმსჯით. რატომ?", - ამბობს ბილი ვიდეოში.

მუსიკოსის თაყვანისმცემლებს ვიდეო მომღერლის სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? მხარდამჭერი ტურნედან ემახსოვრებათ. კონცერტებს არტისტი სწორედ ამ ნამუშევრით ხსნიდა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული