Thumbnail

ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაილს პარკს მაქკალუმმა, ფსევდონიმით Lil Yachty, ახალი, ორნაწილიანი ტრეკი Split / Whole Time და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კლიპში მაყურებელი რეპერ ფლეიბოი ქართისაც იხილავს. კომპოზიცია მაილსის მომავალი ალბომის Lil Boat 3 ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Lil Yachty x Drake x DaBaby - Oprah's Bank Account

ნახეთ: Lil Yachty კლიპში კაბით გამოჩენის გამო გააკრიტიკეს

მოუსმინეთ: Chance The Rapper - Atlanta House Freestyle Ft. Lil Yachty

მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად, 3 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული