Thumbnail

ბრაიან მეის გულის შეტევა დაემართა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ თაყვანისმცემლებს გაუზიარა, რომ მაისის დასაწყისში გულის შეტევა გადაიტანა. აქამდე ცნობილი იყო, რომ 72 წლის მუსიკოსმა ბაღში მუშაობისას საჯდომის კუნთი დაიზიანა, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ინსტაგრამზე ახლახან გავრცელებულ ვიდეოში კი მეიმ განაცხადა, რომ, გაუსაძლისი ტკივილების გამო, სამედიცინო დაწესებულებას მეორედაც მიმართა.

ბრაიან მეი: ფრედის ჩემი დაწერილი კომპოზიციები სულ სხვა დონეზე აჰყავდა

ბრაიან მეი: კორონავირუსმა გვაჩვენა, რომ ცოცხალ არსებას არ უნდა ვჭამდეთ

ბრაიანის თქმით, სისხლძარღვებში სტენტების ჩადგმის შემდეგ, უკვე სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

"ჰმ, Sheer Heart Attack, არა? "ქუინის" ამ ალბომის დასახელებაზე ოდნავ ყოველთვის ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ეს იმ ადამიანებს ხომ არ გაანაწყენებს, რომლებსაც გულის შეტევა აქვთ გადატანილი-მეთქი? ახლა, როცა ამ კლუბს მეც შევუერთდი, შვებას ვგრძნობ, რადგან არაფერი ყოფილა გამაღიზიანებელი", - ამბობს მეი.

შემსრულებელმა საკუთარ ჯანმრთელობაზე 24 მაისს გავრცელებულ პოსტშიც ისაუბრა, თუმცა, მაშინ გულის შეტევა არ უხსენებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბაღში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ნერვის ტკივილებისგან "ტვინი ჰქონდა პარალიზებული".

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული