Thumbnail

უცნობი ჯაზ შემსრულებელი Slingbaum ახალ კომპოზიციას Behoove ავრცელებს. ნამუშევარში ცნობილი არენბი მუსიკოსები, ერიკა ბადუ და D'Angelo მონაწილეობენ. სინგლი სლინგბაუმის სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 3 ტრეკს გააერთიანებს და მხოლოდ ფირფიტის ფორმატით გამოიცემა. ნამუშევარზე აგრეთვე დეიმონ ალბარნმა, FKA Twigs-მა და Questlove-მაც იმუშავეს.

სლინგბაუმის, ერიკა ბადუს და დიენჯელოს კომპოზიციის პრემიერა BBC Radio-ს ეთერში შედგა, მისი მოსმენა შეგიძლიათ აქ. ტრეკი 1:50:55 წუთზე იწყება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული