Thumbnail

ნახეთ: Cardi B-მ სხეულზე დიდი ზომის ტატუ გაიკეთა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ ინსტაგრამზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ახალი ტატუთია აღბეჭდილი. ყვავილების, პეპლებისა და ჩიტებისგან შემდგარი ფერადი სვირინგი 27 წლის მუსიკოსს ზურგიდან მარცხენა ბარძაყამდე დაჰყვება.

ნახეთ: Cardi B-მ გრემის ჯილდო სახლში ფოსტით მიიღო

ნახეთ: Cardi B-მ შვილისთვის მიძღვნილი კომპოზიციის ნაწყვეტი გაავრცელა

შედეგით კმაყოფილმა ქარდიმ თავს ტატუ არტისტს, ჯეიმი შინს საჯარო მადლობა გადაუხადა.

"ესეც ასე. მზად არის. მასზე მუშაობას რამდენიმე თვე დასჭირდა. როგორც იქნა, დასრულდა. მადლობა", - წერს მუსიკოსი.

რეპერი ტატუების სიყვარულით გამოირჩევა. მას მარჯვენა თეძოსა და ბარძაყზე ფარშევანგი ახატია, აგრეთვე აწერია თავისი ქმრის სახელი Offset.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული