Thumbnail

მოუსმინეთ: ქართულმა ჯგუფმა Tender Babies სადებიუტო ჩანაწერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსებმა ქეთათო ნერგაძემ, ფსევდონიმით Lua და ჯგუფ Wi-Fi-ის წევრმა, ნიკო გიგინეშვილმა ახალი პროექტის Tender Babies ფარგლებში ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ჩანაწერი გაავრცელეს. EP ხუთ კომპოზიციას აერთიანებს. არტისტებმა ნამუშევარი, თვითიზოლაციის პირობებში, ორ დღეში ჩაწერეს.

ქეთათო ნერგაძემ და ნიკო გიგინეიშვილმა პროექტი Tender Babies 2016 წელს შექმნეს. პირველი ჩანაწერები კი 2020 წელს გაავრცელეს. მათი შემოქმედება ინდი როკს, ალტერნატიულ როკსა და ფოლკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული