Thumbnail

ნახეთ: კარა დელავინმა რეინი ქუელის ახალ კომპოზიციაზე კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი არტისტი რეინი ქუელი, სასცენო სახელით Rainsford, ახალ კომპოზიციას Crying In The Mirror და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლის რეჟისორი ცნობილი მოდელი და მსახიობი, კარა დელავინია, მთავარ როლს კი სინდი კროუფორდის 18 წლის შვილი, ასევე მოდელი, კაია გერბერი ასრულებს.

რეინი ქუელი ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ენდი მაკდაუელის შვილია. 2015 წელს არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით Turn Down the Lights გაავრცელა. სამი წლის შემდეგ კი მუსიკოსმა რიგით მეორე ჩანაწერი Emotional Support Animal გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული