Thumbnail

Dr. Dre: სოციალურმა ქსელებმა არტისტების მისტიკურობა გაანადგურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა კალიფორნიელმა მუსიკოსმა, დოქტორ დრემ ბრიტანულ გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მათ არტისტების მისტიკურობა სრულიად გაანადგურეს.

დოქტორ დრეს ალბომს The Chronic აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაიცავენ

"ჩემი კარიერის დასაწყისში სოციალური ქსელები რომ ყოფილიყო, ალბათ, შემძულდებოდა. ის გარკვეული მისტიკა, რაც არტისტების თანმდევია, ნადგურდება. მე მიყვარს იდუმალება. მიყვარს ლოდინი. არ მინდა, ვინმემ იცოდეს ყოველწუთიერად, სად ვარ, რას ვაკეთებ, ანაც რას გავაკეთებ", - ამბობს დრე.

აღსანიშნავია, რომ დრე ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტვიტერზე რეგისტრირებულია, თუმცა, სოციალურ პლატფორმებზე აქტიურობით არ გამოირჩევა.

ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს ელექტროჰოპ კოლექტივში World Class Wreckin' Cru დაიწყო. შემდეგ იყო ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება N.W.A, რომლის წევრებიც, მის გარდა, Arabian Prince, DJ Yella, Eazy-E, Ice Cube და MC Ren იყვნენ. 1992 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

დოქტორ დრე ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records-ის თანადამფუძნებელია. 2006 წელს მან Beats Electronics დაარსა, რომლის უმთავრესი ნაწარმიც მუსიკალური აქსესუარები Beats By Dre გახლავთ. 2014 წელს კომპანია 1 მილიარდ აშშ დოლარად Apple-მა შეიძინა. დრეს უკავშირდება ისეთი არტისტების წარმატება, როგორებიც არიან: Snoop Dogg, Eminem, 50 Cent, The Game და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული