Thumbnail

ვეტერანი სამხრეთელი რეპერი, კრისტოფერ ბრიჯისი, ფსევდონიმით Ludacris, მსმენელს სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია S.O.T.L. გამოაქვეყნა, რომელშიც მისი ცნობილი კოლეგა, ლილ უეინი მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი კი ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, თიმბალენდი გახლავთ.

ნახეთ: ლუდაქრისმა უცნობი ტრეკების ნაწყვეტები გააჟღერა

ნახეთ: Timbaland და Ludacris ახალ მუსიკაზე მუშაობენ

ლუდაქრისმა მუსიკალური კარიერა 1998 წელს დაიწყო. ის 2000-იანი წლების სამხრეთული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი და უმნიშნელოვანესი წარმომადგენელია. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2000 წელს გამოცემული ჰიტით What's Your Fantasy გაიცნო, რომელიც მის სადებიუტო ალბომში Back For The First Time შევიდა. ლუდაქრისის დისკოგრაფიის საწყისი 4 ალბომი კომერციულად ძალიან წარმატებული გამოდგა. პირველი 3 მათგანი სამმაგი, ხოლო მეოთხე ორმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. ამასთან, რეპერმა სხვადასხვა დროს გრემის 3 ჯილდოც მოიპოვა. 2015 წელს ლუდამ დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Ludaversal გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული