Thumbnail

27 მაისს ქართული კლუბების დასახმარებლად ონლაინ ღონისძიება გაიმართება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

თბილისში მოქმედი ღამის კლუბები Bassiani, KHIDI, Cafe Gallery და Mtkvarze გერმანული ორგანიზაციების, Club Commission-ისა და Reclaim Club Culture-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმის United We Stream მხარდაჭერით საქველმოქმედო პროექტში ერთვებიან, რომლის მიზანიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქართული საკლუბო სცენის დახმარებაა. მსურველებს თანხის გადარიცხვა fundraiser.ge-ის საშუალებით შეუძლიათ.

27 მაისს საგურამოში, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრის ტერიტორიაზე 9-საათიანი ღონისძიება გაიმართება, რომელშიც ცნობილი ქართველი ელექტრონული არტისტები: Natalie Beridze, Newa, Ndrx, OTHR, Yanamaste, Nicole, Kraumur, Kancheli, Bacho და Ash Scholem მიიღებენ მონაწილეობას. ივენთი პლატფორმა ARTE Concert-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მიმდინარე წლის მარტიდან კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული ღამის კლუბები დროებით დაიხურა და არაერთი ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. სწორედ ამიტომ ჩაეყარა საფუძველი ბერლინში სოლიდარობის ინიციატივას United We Stream, რომელიც ონლაინ ივენთების საშუალებით კლუბებისა და მათი დასაქმებულების დახმარებას ისახავს მიზნად. პლატფორმის წევრი 27 მაისიდან თბილისიც გახდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული