Thumbnail

ნახეთ: Quavo-მ 29 წლის ასაკში სკოლა დაამთავრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული თრეფ გაერთიანების, Migos-ის წევრმა, ქუავომ სკოლა დაამთავრა. ამის შესახებ ინფორმაცია 29 წლის არტისტმა თავად გაავრცელა. რეპერმა ინსტაგრამის გვერდზე ფოტო ატვირთა, რომელშიც მანტიაშია შემოსილი.

მოუსმინეთ: Migos - Need It Ft. YoungBoy Never Broke Again

"როგორც იქნა, შემიძლია, ვთქვა, რომ 2020 წელს სკოლა დავამთავრე. ახლა რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარო? აღვნიშნოთ", - წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

ქუავო ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტის გარეუბანში მდებარე ბერკმარის სკოლაში სწავლობდა. 2009 წელს სასწავლებლის დამთავრებამდე სულ რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როდესაც სკოლიდან გარიცხეს. ის სწორედ ამ პერიოდში ცდილობდა მუსიკის ინდუსტრიაში ფეხის მოკიდებას.

ქუავომ მუსიკალური კარიერა 2008 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება "მიგოსში" მოღვაწეობით დაიწყო. ჯგუფმა დღემდე ოთხი ალბომი გაავრცელა, რომელთაგან ორი Culture და Culture II კომერციულად წარმატებული გამოდგა. კოლექტივის ლიდერმა 2018 წლის 12 ოქტომბერს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Quavo Huncho ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული