Thumbnail
ფოტო: თამარა ჯაჭვლიანი

მოუსმინეთ: Pitter J - All we are is dust into the galaxy

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართული ჯგუფი Pitter J ახალ კომპოზიციას All we are is dust into the galaxy ავრცელებს. მუსიკოსებმა სიმღერა კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერეს.

Pitter J ილა წულაძემ და თამარა ჯაჭვლიანმა 2018 წელს ჩამოაყალიბეს. ამავე წელს მუსიკოსებმა სამი სინგლი: Ghostly, Encke და Poltergeist გამოუშვეს. 2020 წლის იანვარში ბენდი მსმენელს ახალი კომპოზიციით Oddly დაუბრუნდა. კოლექტივში 6 წევრი: ილა წულაძე (ვოკალი, კლავიში, FX), მაგდა ივანიშვილი (ვოკალი), ლუკა ბერიძე (ვოკალი, გიტარა), არჩილ ჩხეტია (ბას გიტარა), სანდრო წურწუმია (კლავიში) და ლაშა წულაძე (დრამი, FX) შედიან.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული