Thumbnail

Iggy Azalea: დიახ, ფრისტაილი არ შემიძლია, სამაგიეროდ, კომპოზიციებს ვწერ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა პლატფორმაზე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელზეც თანამედროვე ჰიპ ჰოპ არტისტები: Iggy Azalea, Nicki Minaj, Cardi B და Megan Thee Stallion არიან აღბეჭდილი. თითოეული მუსიკოსის სურათს მათივე ზოდიაქოს ნიშანი აწერია. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ:

Playboi Carti-სა და Iggy Azalea-ს პირველი შვილი შეეძინათ

"შუბლზე იარაღი დაგადეს და შენი გადარჩენა მხოლოდ შენი ზოდიაქოს მქონე ქალ რეპერს ფრისტაილით შეუძლია. აბა, მოკვდები თუ გადარჩები?", - დაწერა სოციალური ქსელის მომხმარებელმა და არტისტებიც მონიშნა.

ტვიტს კომენტარების ველში მალევე გამოეხმაურა ავსტრალიერი რეპერი, იგი აზელია.

"დიახ, ფრისტაილის წაკითხვა არ შემიძლია და ეს გასაგებია. სამაგიეროდ, კომპოზიციებს ვწერ, რასაც ქალი რეპერების ნაწილი ვერ აკეთებს", - აღნიშნა არტისტმა, თუმცა, მოგვიანებით კომენტარი წაშალა.

იგი აზელიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. არტისტის მუსიკალური ნიჭი ვეტერანმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თიაიმ შეამჩნია და ავტრალიელი მუსიკოსი საკუთარ ლეიბლში Grand Hustle გააწევრიანა. 2014 წელს გაყიდვაში იგის სადებიუტო ალბომი The New Classic ჩაეშვა, რომელმაც ოქროს სტატუსი მალევე მოიპოვა. იმავე წელს შემსრულებელი პირველი არაამერიკელი ქალი არტისტი გახდა, რომლის ნამუშევარმაც ბილბორდის არენბი/ჰიპ ჰოპ ალბომების ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული