Thumbnail

ნახეთ: Guns N' Roses-მა ონლაინ პროექტი Not in This Lifetime Selects დაიწყო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Guns N' Roses ახალი ონლაინ პროექტი Not in This Lifetime Selects დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბენდი ტურნეზე Not in This Lifetime... Tour გამართული კონცერტების საუკეთესო მომენტებს იუთუბის არხზე განათავსებს.

Guns N' Roses საბავშვო წიგნს Sweet Child O’ Mine გამოსცემს

Slash: მუსიკალური ინდუსტრია ისე შეიცვალა, არ ვიცით, ახალ ნამუშევრებს რა მოვუხერხოთ

პროექტის პირველი ეპიზოდი კოლექტივმა უკვე გაავრცელა. ეს გახლავთ 2019 წელს სოლტ ლეიკ სიტიში გამართული კონცერტის საუკეთესო მომენტები. ღონისძიებაზე ბენდმა სულ 25 კომპოზიცია შეასრულა.

ტურნე Not in This Lifetime... Tour ჯგუფმა 2016 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში დაასრულა. ბენდმა ჯამში 563 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Guns N' Roses ლოს ანჯელესში 1985 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სწორედ ამ ბენდს ეკუთვნის ისეთი საკულტო როკ ბალადები, როგორებიცაა November Rain და Don't Cry.

კომენტარები

ბოლოს დამატებული