Thumbnail

ნახეთ: BTS-ის შუგა კლიპს Daechwita და მიქსტეიპს D-2 ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის წევრმა, შუგამ ახალი სოლო კომპოზიცია Daechwita და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვა. არტისტმა ნამუშევარი სასცენო სახელით Agust D გაავრცელა. კლიპზე იონგსოკ ჩოიმ იმუშავა, რომელიც "ბითიესის" მთავარი რეჟისორია.

BTS-ის შუგამ, პირდაპირ ეთერში ხატვისას, ჯგუფის მომავალ ალბომზე ისაუბრა

თაყვანისმცემლებს არ გამოჰპარვიათ ბენდის წევრები, ჯინი და ჯონგუქი, რომლებიც კლიპში ეპიზოდურ როლებს ასრულებენ.

შუგამ აგრეთვე საკუთარი პროდიუსინგით შექმნილი მიქსტეიპი D-2 გაავრცელა. 10 კომპოზიციისგან შემდგარ ნამუშევარში კოლექტივის წევრ RM-თან, ამერიკელ მუსიკოს MAX-თან, სამხრეთკორეელ მუსიკოს NiiHWA-სა და ჯგუფ Nell-ის წევრ, კიმ ჯონგ-ვანთან ერთად ჩაწერილი სიმღერებია შესული.

შუგამ პოპულარობა BTS-ის წევრობით მოიპოვა. კოლექტივში მოღვაწეობის გარდა, ის სოლო ნამუშევრებსაც ავრცელებს. პირველი სოლო მიქსტეიპი Agust D არტისტმა 2016 წელს გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული