Thumbnail

ნახეთ: Radiohead სესიის The King of Limbs: Live from the Basement ჩანაწერს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Radiohead თავისი ცნობილი პერფორმანსის The King of Limbs: Live from the Basement სრული ვიდეოჩანაწერი ოფიციალურად გაავრცელა. ლაივი 2011 წელს ლონდონში, Maida Vale Studios-შია გადაღებული. სესიაზე ბენდმა 11 კომპოზიცია შეასრულა.

ნახეთ: Radiohead-მა 2006 წელს Bonnaroo-ზე გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ნახეთ: Radiohead-მა 2012 წელს კოაჩელაზე გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

Radiohead-მა 2009 წელს ბუენოს აირესში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

"რედიოჰედი" ქალაქ აბინგდონში 1985 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 1992 წელს სადებიუტო სინგლი Creep გამოუშვეს, რომელიც მომდევნო წელს, მათი პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისთანავე, მსოფლიო ჰიტად იქცა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 30 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 3 გრემის მფლობელმა ბენდმა ბოლო ნამუშევარი A Moon Shaped Pool 2016 წელს გაავრცელა. 2019 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული