Thumbnail

ლედი გაგა: ბილი აილიშის ცოტა შემშურდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ პლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურის Beats 1 ეთერში, წამყვან ზეინ ლოუისთან ინტერვიუში, სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მომავალ ალბომზე Chromatica და თანამედროვე ახალგაზრდა მუსიკოსებზე ისაუბრა. 34 წლის არტისტის თქმით, ის დღეს არავის ეჯიბრება და კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ შემსრულებლებს მხარს უჭერს.

მოუსმინეთ: ლედი გაგამ და არიანა გრანდემ სიმღერა Rain On Me გაავრცელეს

ლედი გაგა: ახალი ალბომი ჩემმა ძალიან მტკივნეულმა დაშორებებმა დამაწერინა

"ეს ასეა. მიყვარს ბილი აილიში და ყველა ახალგაზრდა არტისტი. მხარს ვუჭერ მათ. არავის ვეჯიბრები. მინდა, ყველა გამარჯვებული იყოს. ერთი შემთხვევა იყო, არ მახსოვს, რომელ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, მაგრამ ბილიმ უამრავ ნომინაციაში გაიმარჯვა - ერთ ღამეში ჯილდოების მთელი წყება მიიღო. მას ყვავილები და მისალოცი ბარათი გავუგზავნე, რაც ჩემთვის ერთგვარი შვება იყო. იცით, რატომ? გული მეტკინა, მის ადგილას მე რომ არ ვიყავი, მაგრამ არა უშავს, თუ შემიძლია, სხვას დავუჭირო მხარი, ჩემთვის ესეც საჩუქარია", - განაცხადა გაგამ.

აღსანიშნავია, რომ ბილიმ მიმდინარე წელს ჩატარებულ გრემის ცერემონიაზე ჯილდოები 5 ნომინაციაში მოიპოვა. ის ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

ლედი გაგამ კი კარიერის განმავლობაში 11 გრემი მიიღო, თუმცა, სხვადასხვა წელს გამართულ ცერემონიებზე. ამის გარდა, მომღერალი ისეთი პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია, როგორებიცაა: ოქროს გლობუსი და ოსკარი. გაგა რიგით მეექვსე სტუდიურ ნამუშევარს Chromatica 29 მაისს გაავრცელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული