Thumbnail

ნახეთ: ჯეიდენ სმიტი კლიპს Ninety ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა მუსიკოსმა, ჯეიდენ სმიტმა 2017 წელს გამოშვებულ კომპოზიციაზე Ninety ვიდეორგოლი გადაიღო. ტრეკის პროდიუსერი Lido გახლავთ. ჩანაწერი ჯეიდენის სადებიუტო ალბომის SYRE სინგლია.

ნახეთ: Jaden Smith ვიდეორგოლს Again ავრცელებს

ნახეთ: Jaden Smith ვიდეორგოლს Fire Dept აქვეყნებს

Jaden Smith: პროფესიას ვიცვლი და გამომგონებელი ვხდები

ვარსკვლავური წყვილის, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის დინასტიის გამგრძელებელმა, მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ხმამაღალი განაცხადი 2017 წელს, სადებიუტო ალბომით SYRE გააკეთა. ახალბედა არტისტს პოპულარობა ნამუშევრის მთავარმა სინგლმა Icon მოუტანა. 2019 წლის ივლისში ჯეიდენმა გაყიდვაში მეორე სტუდიური ჩანაწერი ERYS ჩაუშვა. ჰიპ ჰოპის გარდა, ჯეიდენი მამის კვალს კინემატოგრაფშიც მიჰყვება და თავს რამდენიმე წარმატებულ სურათში მონაწილეობით იწონებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული