Thumbnail

ნახეთ: Don Toliver ვიდეორგოლს Cardigan ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიუსტონელმა მუსიკოსმა, ქეილებ თოლივერმა, ფსევდონიმით Don Toliver, კომპოზიციაზე Cardigan გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. სამხრეთელი არტისტის ჩანაწერის პროდიუსერები CVRE, MIDO, Frank Dukes და Sonny Digital არიან. ტრეკი თოლივერის სადებიუტო ალბომის Heaven Or Hell ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Don Toliver სადებიუტო ალბომს Heaven Or Hell ავრცელებს

ნახეთ: Don Toliver კლიპს After Party ავრცელებს

დონ თოლივერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრევის სკოტის კომპოზიციიდან Can't Say გახდა. აღსანიშნავია, რომ არტისტმა 2020 წელს ლეგენდარულ ემინემთან ტრეკზე No Regrets ითანამშრომლა. შარშან კი ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ გაერთიანების JACKBOYS ამავე დასახელების კომპილაციურ ალბომში მიიღო მონაწილეობა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია. 2020 წლის 13 მარტს გაყიდვაში თოლივერის სადებიუტო ალბომი Heaven Or Hell ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული