Thumbnail

ნახეთ: Wilco-მ კოლბერის შოუში ახალი კომპოზიცია Tell Your Friends შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Wilco სტივენ კოლბერის ღამის შოუში ახალი კომპოზიცია Tell Your Friends შეასრულა. ეს პირველი სიმღერაა, რომელიც კოლექტივმა რიგით მეთერთმეტე ალბომის Ode to Joy გამოცემის შემდეგ ჩაწერა. სინგლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას World Central Kitchen გადაერიცხება.

ნახეთ: Wilco - Everyone Hides

Wilco ქალაქ ჩიკაგოში 1994 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი A.M. გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 10 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. 2 გრემის მფლობელი კოლექტივის შემოქმედება ალტერნატიულ, ექსპერიმენტულ და არტ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული