Thumbnail

ნახეთ: პროდიუსერმა Generali Minerali გმირთა მოედანზე დაუკრა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პროდიუსერმა, გიორგი ჯინჭარაძემ, ფსევდონიმით Generali Minerali, პროექტ GR Music-ის ფარგლებში, გმირთა მოედანზე 20-წუთიანი ლაივი Pandemic Tbilisi დაუკრა.

მოუსმინეთ: Generali Minerali - Dance on the Moon

"ძალიან უცნაური და საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის გმირთა მოედანზე დაკვრა. ეს თბილისის ცენტრია, სადაც ყოველდღე მიწევს სიარული, როდესაც სახლში ან სხვაგან მივდივარ. ეს ადგილი მუდმივად გადატვირთულია მანქანებით, თუმცა, ამ ლაივის დროს იქ ვერც ავტომობილს შენიშნავდით და ვერც ხალხს, რადგანაც კომენდანტის საათი იყო დაწყებული", - დაწერა მუსიკოსმა ფეისბუქზე.

პროექტ GR Music-ის მიზანი საქართველოს უნიკალური ისტორიული ადგილებისა და კულტურული ძეგლების ელექტრონული მუსიკის თანხლებით გაცნობაა.

გიორგი ჯინჭარაძე ცნობილია პროექტებით Generali Minerali, Cyborgman და Construction. მისი შემოქმედება ჰარმონიულად მოიცავს ერთმანეთისგან განსხვავებულ ჟანრებს, როგორებიცაა: ჰაუსი, ელექტრო ტექნო, დაბ-ტექნო და ბრეიქ ბითი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული