Thumbnail

Tekashi 6ix9ine: ჩემი ახალი კლიპი ინტერნეტს ააფეთქებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

შინაპატიმრობაში მყოფმა პოპულარულმა რეპერმა, Tekashi 6ix9ine-მა სოციალურ ქსელში ახალი კომპოზიცია დააანონსა. მისი თქმით, ნამუშევარი 29 მაისს გამოიცემა, ტრეკის ვიდეორგოლი კი ინტერნეტსივრცეს ააფეთქებს.

Tekashi 6ix9ine არიანა გრანდესა და ჯასტინ ბიბერს დაუპირისპირდა

Tekashi 6ix9ine: სნუპ დოგი ჩამშვებია, პოლიციასთან ითანამშრომლა

ტეკაში სიქსნაინის მიერ ბავშვებისთვის გადარიცხული $200 000 ფონდმა არ მიიღო

"ჩემი შემდეგი კლიპი ინტერნეტს ააფეთქებს. ის მომდევნო პარასკევს, 29 მაისს გავრცელდება", - წერს ტეკაში ინსტაგრამის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თავისი ბოლო ტრეკი GOOBA ტეკაშიმ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 8 მაისს გაავრცელა. ნამუშევარმა იუთუბზე ორი რეკორდი მოხსნა - ის პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე გამოქვეყნებიდან 24 საათში 41 მილიონი ნახვა დააგროვა. ამასთან, სიქსნაინი პირველ ამერიკელ მუსიკოსად დასახელდა, რომლის კლიპმაც იუთუბზე 100 მილიონ ნახვას უმოკლეს დროში, 71 საათში მიაღწია.

წარმოშობით მექსიკელმა ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული