Thumbnail

ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ დუეტი Blu & Exile მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. კალიფორნიელმა მუსიკოსებმა ახალი კომპოზიცია Miles Davis გამოაქვეყნეს, რომელიც მათი მომავალი ალბომის Miles: From An Interlude Called Life სინგლია. კოლეგების რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 17 ივლისს ჩაეშვება.

ჯგუფი 2005 წელს ჩამოყალიბდა. ორ წელიწადში დუეტმა ჯაზით შთაგონებული სადებიუტო ალბომი Below The Heavens გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეს სტუდიური ნამუშევარი კალიფორნიული ანდერგრაუნდის კლასიკად არის აღიარებული. 5 წლის შემდეგ გაერთიანებამ მეორე ჩანაწერი Give Me My Flowers While I Can Still Smell Them გაავრცელა, რომელმაც ასევე დადებითი შეფასება მიიღო. არტისტების დისკოგრაფია ორ ალბომსა და ამდენივე EP-ის ითვლის.

კომენტარები

ბოლოს დამატებული