Thumbnail

Sia: შარშან ორი 18 წლის ბიჭი ვიშვილე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

44 წლის ავსტრალიელმა მუსიკოსმა, Sia-მ რადიოსადგურ SiriusXM-ის დილის გადაცემაში ჩართვისას გაამხილა, რომ გასულ წელს ორი თინეიჯერი ბიჭი იშვილა, რომლებიც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში ვეღარ იცხოვრებდნენ.

მოუსმინეთ: Sia - Saved My Life

ნახეთ: Sia-მ სერიალ Tiger King-ის შთაგონებით შექმნილ სიმღერაზე კლიპი გადაიღო

"შარშან ორი ბიჭი ვიშვილე, თანატოლები, 18 წლისები იყვნენ, ახლა კი ორივე უკვე ცხრამეტისაა. ბავშვთა სახლებით ვეღარ ისარგებლებდნენ. ძალიან მიყვარს ისინი. პანდემიის პერიოდი რთულად გადააქვთ. თუმცა, ორივე ძალიან დაკავებულია, ბევრს მეცადინეობენ და ყურადღების გადატანას ახერხებენ. ბევრ ისეთ რამეს აკეთებენ, რაც მომავალში გამოადგებათ", - აღნიშნა მუსიკოსმა.

სიამ შვილების აყვანის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში, ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში გააკეთა მინიშნება, როდესაც ჟურნალისტს გამოუტყდა, თუ რა მისწერა 2019 წელს ამერიკელ დიჯეისა და პროდიუსერ Diplo-ს.

"მას შეტყობინება გავუგზავნე - მისმინე, შენ იმ ხუთ ადამიანს შორის ხარ, რომლებიც სექსუალურად მიზიდავენ. ახლა კი გადავწყვიტე, ცხოვრების ბოლომდე მარტოხელა ვიყო და ვაჟი ვიშვილე. დრო არ მაქვს ურთიერთობებისთვის", - იხსენებდა სია.

სიამ კარიერა ეისიდ ჯაზ ბენდ Crisp-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის ასევე ბრიტანული დუეტის, Zero 7-ის წევრი იყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება 2014 წელს გამოშვებულმა სინგლმა Chandelier მოუტანა, რომლის ვიდეოკლიპმაც იუთუბზე 2.2 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი პროდიუსერ Diplo-სა და ინგლისელ არტისტ Labrinth-თან ერთად სუპერჯგუფში LSD ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული