Thumbnail

კანადელი ელექტრონული მუსიკოსი deadmau5 და ფარელ უილიამსისა და ჩად ჰიუგოს საპროდიუსერო დუეტი The Neptunes ახალ კომპოზიციას Pomegranate ავრცელებენ. სინგლი დედმაუსის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

ჯოელ ციმერმანმა, სასცენო სახელით deadmau5, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1998 წელს დაიწყო. მას კარიერის განმავლობაში Juno Awards-ის ოთხი ჯილდო აქვს მოპოვებული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება 2012 წელს გამოსულმა ალბომმა Album Title Goes Here მოუტანა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მეექვსე პოზიცია დაიკავა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული