Thumbnail

სომხური წარმოშობის კალიფორნიელი მუსიკოსი, ენჯელ დერადურიანი ახალ კომპოზიციას It Was Me და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მეორე სოლო ალბომში Find The Sun იქნება წარმოდგენილი, რომელიც 22 მაისს გამოიცემა.

ენჯელ დერადურიანმა შემოქმედებითი კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო. 2007 წელს მუსიკოსი ინდი როკ ჯგუფს Dirty Projectors შეუერთდა. ორი წლის შემდეგ არტისტმა კოლექტივთან ერთად ექსპერიმენტული ალბომი Bitte Orca ჩაწერა. 2012 წელს ენჯელმა ბენდი დატოვა. 2015 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი The Expanding Flower Planet გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული