Thumbnail

ნახეთ: ჯეი ზიმ 2020 წლის ფავორიტი ტრეკები დაასახელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ბრუკლინელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შონ კარტერმა, ფსევდონიმით Jay-Z, რომელიც ყოველწლიურად რჩეულ კომპოზიციებს ასახელებს, ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მსმენელს 2020 წლის 20 ფავორიტი ტრეკი შესთავაზა. ლეგენდარულმა ემსიმ ფლეილისტი თავის მუსიკალურ პლატფორმაზე Tidal გამოაქვეყნა.

ნახეთ: Jay-Z-მ 2019 წლის ფავორიტი კომპოზიციები დაასახელა

ნახეთ: Jay-Z-მ 2018 წლის რჩეული კომპოზიციები დაასახელა

Lil' Cease: Biggie ფიქრობდა, რომ Jay-Z მასზე უკეთესი იყო

ჩამონათვალი ძირითადად ჰიპ ჰოპ ტრეკებითაა დაკომპლექტებული თუმცა, მასში შეხვდებით სხვა ჟანრებსაც, მაგალითად, ამერიკელი მუსიკოსის Fiona Apple-ის სიმღერას Under The Table. ფლეილისტში ყველაზე მეტჯერ, სამჯერ არის წარმოდგენილი ახალგაზრდა ატლანტელი რეპერი, ლილ ბეიბი. სიაში თავად ჯეი ზის მონაწილეობით შექმნილი ორი კომპოზიციაც გვხვდება, რომლებზეც მან ჯეი ელექთრონიქასთან ერთად იმუშავა.

01. Lil Baby - Emotionally Scarred
02. Polo G - Heartless Feat. Mustard
03. Megan Thee Stallion - Savage (Remix) Feat. Beyoncé
04. Fiona Apple - Under The Table
05. Drake - Landed
06. Future - Hard To Choose One
07. Kehlani - TOXIC
08. Lil Baby & 42 Dugg - Grace
09. Boldy James & The Alchemist - Speed Demon (Freestyle)
10. Future - Trillionaire Feat. Youngboy Never Broke Again
11. Drake - Chicago (Freestyle) Feat. Giveon
12. Jay Electronica - Universal Soldier Feat. Jay-Z
13. Westside Gunn - Allah Sent Me Feat. Benny The Butcher & Conway The Machine
14. The Weeknd - Snowchild
15. The Dream - Passion
16. The Dream - Wee Hours Feat. Jhené Aiko
17. Lil Baby - Sum 2 Prove
18. Lil Uzi Vert - P2
19. Westside Gunn - Claiborne Kick Feat. Boldy James
20. Jay Electronica - A.P.I.D.T.A. Feat. Jay-Z

22 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს შონ კარტერის ქონებამ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, ჯეი პირველი მილიარდერი ჰიპ ჰოპ არტისტი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული