Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ფიბი ბრიჯერსმა ახალი კომპოზიცია I See You და მასზე შექმნილი ტექსტური ვიდეო გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Punisher იქნება წარმოდგენილი, რომელიც 19 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: Phoebe Bridgers - Garden Song

ფიბიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. არტისტს ამ დრომდე ერთი სტუდიური ალბომი Stranger in the Alps აქვს გამოშვებული. მისი ცნობილი კომპოზიციებია Motion Sickness და Funeral.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული