Thumbnail

ბრაიან მეი: ფრედის ჩემი დაწერილი კომპოზიციები სულ სხვა დონეზე აჰყავდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ სატელევიზიო შოუდან Rock & Roll Road Trip With Sammy Hagar ამოჭრილ ეპიზოდში ბენდის ფრონტმენთან, ფრედი მერკურისთან ერთად მუშაობის პროცესი გაიხსენა. მეის თქმით, ფრედისთვის კომპოზიციების დაწერა მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

ფრედი მერკურის უკანასკნელი თხოვნა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე

ბრაიან მეი: ფრედი მერკურის მხრიდან შიდსის დიაგნოზზე საუბარი მამაცური ნაბიჯი იყო

"მიყვარს გიტარაზე დაკვრა და ინსტრუმენტული კომპოზიციები, თუმცა, ჩემთვის ვოკალი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ფრონტმენის საშუალებით ამბობს ჯგუფი სათქმელს. პირადად მე ძალიან მიყვარდა ფრედისთვის სიმღერების დაწერა. სიამოვნებას მანიჭებდა იმის ყურება, თუ როგორ მუშაობდა ის ჩვენთან ერთად. მისცემდი კომპოზიციის მონახაზს და მას ისეთად აქცევდა, სრულიად სხვა დონეზე გადაჰყავდა. ეს ყველაფერი ძალიან მენატრება", - ამბობს მეი.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული