Thumbnail

ნახეთ: Rammstein-მა ბოლო ალბომის ფოტოსესიაზე მუშაობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა გერმანულმა ჯგუფმა Rammstein მოკლემეტრაჟიანი ფილმი Making Of Album-Photosession გაავრცელა, რომელიც ბოლო ალბომის ფოტოსესიაზე მუშაობის ამსახველ ვიდეომასალას მოიცავს. კოლექტივმა სურათების გადასაღებად 2019 წლის იანვარში დანიელ ფოტოგრაფთან, იეს ლარსენთან 4 დღის განმავლობაში ითანამშრომლა. 8-წუთიან ნამუშევარში აგრეთვე ნაჩვენებია გადასაღებ მოედანზე მყოფი სხვა ადამიანების ინტერვიუები.

ნახეთ, როგორ მზადდება სცენა Rammstein-ის კონცერტისთვის

ბოლო ალბომი სახელწოდებით Rammstein ჯგუფმა 2019 წელს გაავრცელა. მასში სულ 11 კომპოზიცია შევიდა. ორმაგი პლატინის მქონე ნამუშევარი ბენდმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა. ჩანაწერი შარშან გერმანიაში წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა.

"რამშტაინი" ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა, 1995 წელს კი მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გაავრცელეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული