Thumbnail

ამერიკული პროგრესივ როკ ჯგუფი Kansas ახალ კომპოზიციას Memories Down The Line და მასზე შექმნილ ტექსტურ ვიდეოს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის რიგით მე-16 ალბომში The Absence of Presence იქნება წარმოდგენილი, რომლიც 26 ივნისს გამოიცემა.

Kansas კანზასის შტატის ქალაქ ტოპეკაში 1973 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. კარიერის განმავლობაში კოლექტივმა 15 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. ბენდს, რომელმაც შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა, სულ 15 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული