Thumbnail

ნახეთ: The National 2018 წელს გამართული კონცერტის ჩანაწერს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The National 2018 წლის 9 ივნისს ნიდერლანდებში, ფესტივალ Best Kept Secret-ზე გამართული კონცერტის სრული ჩანაწერი გაავრცელა. ბენდის რიგით მე-7 ალბომის Sleep Well Beast მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე, საათნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, კოლექტივმა 20 კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის ჰიტები: I Need My Girl, About Today, Don't Swallow the Cap და სხვა.

The National-მა Primavera-ზე გამართული კიდევ ერთი კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ნახეთ: The National მორიგ საკონცერტო ფილმს Guilty Party: Basilica Hudson ავრცელებს

ნახეთ: The National ფესტივალ Primavera-ზე გამართული კონცერტის ჩანაწერს ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ყოველ ორშაბათს წარსულში გამართული კონცერტების ჩანაწერებსა და აქამდე უცნობ ვიდეომასალას აქვეყნებს.

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული