Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ორი ახალი კომპოზიცია Don't Think Twice და VCR გამოაქვეყნა. პირველი მათგანი სახელოვანი მუსიკოსის, ბობ დილანის ნამუშევრის Don't Think Twice It's All Right ქავერია, მეორე კი ჯგუფ The xx-ის ტრეკის VCR ალტერნატიული ვერსია.

ნახეთ: G-Eazy - Moana Ft. Jack Harlow

მოუსმინეთ: Joyner Lucas x G-Eazy x Yandel - Lotto (Remix)

ნახეთ: G-Eazy, Tory Lanez და Tyga კლიპში Still Be Friends

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული