Thumbnail

ნახეთ: დეიმონ ალბარნმა Boiler Room-ის პროექტის ფარგლებში კონცერტი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ინგლისელმა მუსიკოსმა, დეიმონ ალბარნმა ცნობილი მუსიკალური პლატფორმის Boiler Room ლაივ სესიების Streaming From Isolation ფარგლებში კონცერტი გამართა. მან კომპოზიციები თავისი ახალი პროექტიდან The Nearer the Fountain, More Pure the Stream Flows შეასრულა, რომლის შექმნაც მას ისლანდიაში მოგზაურობამ შთააგონა.

ალბარნმა პროექტი The Nearer the Fountain, More Pure the Stream Flows ახლახან ჩამოაყალიბა. მისი სახელწოდება მწერალ ჯონ კლეარის ლექსიდან To the Memory of Love არის ნასესხები.

დეიმონ ალბარნი ჯგუფებში Blur და Gorillaz მოღვაწეობითაა ცნობილი. მან კარიერა 1988 წელს დაიწყო. გრემის მფლობელი არტისტი ბრიტანულმა გამოცემამ Q 2010 წელს ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტების სიაში მეოთხე ადგილზე გაიყვანა. 2014 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Everyday Robots გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული