Thumbnail

ნახეთ: ბიონსეს, ჯენიფერ ლოპესისა და ქარდი ბის საღამოს კაბები აუქციონზე გაიყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის Direct Relief მხარდასაჭერად, 17-27 მაისს eBay-ზე საქველმოქმედო აუქციონი Chic Relief გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი, მათ შორის ის კოსტიუმები გაიყიდება, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაზე მუსიკოსებმა: ბიონსემ, ჯენიფერ ლოპესმა და Cardi B-მ მოირგეს.

ნახეთ: ქარდი ბი აფასებს, როგორ გამოიყურებოდა 2018 წლის "მეთ გალაზე"

ონლაინ აუქციონზე ასევე გამოტანილი იქნება საღამოს კაბები, რომლითაც კამერების წინაშე გამოჩნდნენ ცნობილი მსახიობები: ქეით ბლანშეტი, ჯულია რობერტსი და ემა ადამსი. ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მომუშავე სტილისტის, ელიზაბედ სტიუარტის ინიციატივას ისეთი ბრენდები შეუერთდნენ, როგორებიც არიან: Louis Vuitton, Ralph & Russo, Georges Hobeika, Azzi & Osta, Christian Siriano და სხვები.

"შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება Direct Relief-ის ფონდში, რომელიც, ჯანდაცვის უწყებებთან, არაკომერციულ ორგანიზაციებთან და ბიზნესმენებთან თანამშრომლობით, გლობალური მასშტაბით, უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს ფრონტის ხაზზე მებრძოლი ექიმების აუცილებელი სამედიცინო ინვენტარით მომარაგების კუთხით", - ნათქვამია სტიუარტის განცხადებაში.

ჯენიფერ ლოპესი

Georges Chakra-ს კაშკაშა ვარდისფერი კაბა, რომელიც გასაყიდად იქნება გამოტანილი, პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს 2018 წელს American Music Awards-ის ცერემონიაზე ეცვა.

ბიონსე

ქველმოქმედებისთვის გაიყიდება დიზაინერ Mirco Giovannini-ს თვლებით გაფორმებული გამჭვირვალე კაბაც, რომლითაც ბიონსე თავის კომპოზიციაზე "1+1" გადაღებულ კლიპში გამოჩნდა.

ქარდი ბი

გავრცელებული ინფორმაციით, დიზაინერმა Yousef Aljasmi-მ აუქციონზე სწორედ ის კომბინეზონი გაიტანა, რომლითაც საზოგადოების წინაშე ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი გამოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ქარდი მის სამოსს ხშირად ატარებს, ჯერჯერობით უცნობია, სწორედ ამ კოსტიუმზეა თუ არა საუბარი.

ქეით ბლანშეტი

ჰოლივუდის ვარსკვლავების კოსტიუმებს შორის კი გაიყიდება დიზაინერ Mary Katrantzou-ს ყვითელი კაბა, რომელიც ქეით ბლანშეტს 2020 წლის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ამშვენებდა.

ჯულია რობერტსი

eBay-ზე ასევე შესაძლებელი იქნება იმ კაბის შეძენა, რომელიც 2015 წელს Hammer Museum-ში გამართულ საზეიმო მიღებაზე ჯულია რობერტსს ეცვა.

ემი ადამსი

აუქციონზე გაიყიდება დიზაინერ Christian Siriano-ს შავი კაბაც, რომელიც 2018 წელს, ოსკარის შემდგომ წვეულებაზე მსახიობმა, ემი ადამსმა მოიხდინა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული