Thumbnail

ჯასტინ ბიბერი: ბევრ ტკივილს ავირიდებდი, ქორწინებამდე სექსი თუ არ მექნებოდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა და მისმა ცოლმა, ჰეილი ბოლდუინმა თვითიზოლაციის პერიოდში ფეისბუქზე დაწყებული რეალითი შოუს The Biebers on Watch მორიგი ეპიზოდი გაავრცელეს. ერთ-ერთი თაყვანისმცემლის კითხვაზე, ნანობენ თუ არა რაიმეს, ან შანსი რომ ჰქონოდათ, მოიქცეოდნენ თუ არა წარსულში სხვანაირად, 26 წლის მომღერალმა უპასუხა:

"არაფერს ვნანობ, რადგან, ვფიქრობ, შეცდომები გცვლის და გაყალიბებს პიროვნებად. უბრალოდ, უკან რომ ვიხედები, ბევრ ტკივილს ავირიდებდი, ქორწინებამდე თუ სექსი არ მექნებოდა. ვიცი, გიჟურად ჟღერს, მაგრამ სექსს ბევრი გაუგებრობის გამოწვევა შეუძლია".

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა თავიანთი ქორწინების სირთულეებზე ისაუბრეს

ჯასტინის მოსაზრებას ჰეილიც დაეთანხმა:

"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველაფერში ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილება მივიღეთ, მეც იმ აზრზე ვარ, რომ ფიზიკურ სიახლოვეს ყველაფრის გართულება შეუძლია", - განაცხადა 23 წლის გოგონამ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში ბიბერმა განაცხადა, რომ ქორწინებამდე მას და ჰეილის სექსი არ ჰქონიათ.

ჯასტინ ბიბერი: სექსისგან თავის შეკავებამ ღმერთთან დამაახლოვა

"ღმერთი სექსისგან თავის შეკავებისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ მას ჩვენი ტკივილისგან დაცვა უნდა. ადამიანებს სექსი იმიტომ აქვთ, რომ შინაგანად კარგად არ არიან. თავდაჯერება აკლიათ. მე მასზე უარი ვთქვი და ასე დავუახლოვდი უფალს. მან კი ჰეილი მაჩუქა. ეს ასეა, კარგი ქცევისთვის ჯილდოვდები. როდესაც ორივეს სექსის სურვილი გაგვიჩნდა, ჯერ სასამართლოში წავედით და დავქორწინდით", - ამბობდა მაშინ მუსიკოსი.

ჯასტინი და ჰეილი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. ამავე წლის სექტემბერში მათ ხელი მოაწერეს, ერთი წლის თავზე კი საქორწილო წვეულება გამართეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული